ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხობაძე: “ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ ხეობაში ჰესის აშენება არ შეილება, ხეობა არის ძალიან მოწყვლადი”

ხეობა არის ძალიან მოწყვლადი, ზემოთ არის საკმაოდ სერიოზული გეოლოგიური პრობლემები. ამ სტიქიამ ხებაშ სურათი კიდევ უფრო დაამძიმა. ახლა ნენსკრაზე უნდა ჩატარდეს ძალიან სერიოზული კვლევები, რომელსაც მინიმუმ ერთი წელი დაჭირდება, – ამის შესახებ “მეტრონომს” ნენსკრაჰესის აშენების თემის კომენტირებისას “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ განუცხადა.

“ნენსკრაჰესი აშენებული რომ ყოფილიყო სტიქია არ იქნებოდა – ამას ვინც ლაპარაკობს არ არის კომპეტენტური. საერთოდ აშენებულმა დანადგარებმა შეიძლება, გამოიწვიოს ჩაქრობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სტიქია რომ განვითარებულიყო შეიძლებოდა უფრო დიდი საფრთხე გვქონოდა. საკმაოდ სერიოზული მასა წამოიღო ხეობამ და აქედან გმაომდინარე, ჩთვალეთ, რომ დაგროვებულ წყალში შევარდნილმა ამხელა მასამ, შესაძლოა წყლის გადმოსვლა და დამბის გახეთქვა გამოიწვიოს. იქ ნაღოვანი კაშხალი კეთდებოდა.

ახლა უნდა აშენდეს თუ არა ჰესი, ამას ვერ გეტყვით. საერთოდ ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ ხეობაში ჰესის აშენება არ შეილება. ხეობა არის ძალიან მოწყვლადი, ზემოთ არის საკმაოდ სერიოზული გეოლოგიური პრობლემები. ამ სტიქიამ ხებაშ სურათი კიდევ უფრო დაამძიმა. ახლა ნენსკრაზე უნდა ჩატარდეს ძალიან სერიოზული კვლევები, რომელსაც მინიმუმ ერთი წელი დაჭირდება. ახლა ნენსკრაჰესს ჯერჯერობით არაფერი არ შეეძლო და სტიქია მისი გამოწვეული არაა”, – განაცხადა ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უხვი ნალექის გამო მდინარე ნენსკრა ადიდდა, რის გამოც სოფელი ჭუბერი გარესამყაროს მოწყდა.

ნაწილი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ამ ყველაფერს ხეობაში ნენსკრაჰესის მშენებლობას აბრალებენ. ჰესის მშენებლობას პერმანენტულად აპროტესტებენ ხეობის მცხოვრებლებიც.

საზოგადოების ნაწილი და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მდინარის ადიდების დროს ნენსკრაჰესი რომ ყოფილო, ასეთი შედეგები არ დადგებოდა.

იტვირთბა....