ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შავ ზღვაზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:

“დღეს, 6 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....