“ჩვენი მიზნებისთვის ემუც გამოდგება, ემუც უხდება ამ სასამართლოს, ჩემი აზრით”- ამის შესახებ “მეტრონომს”
“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
რაც შეეხება ტრანსპორტირების საკითხს, ხვიჩია ამბობს, რომ ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის პასუხი მისაღებია, რომლის მიხედვითაც, ემუს ტრასპორტირება შესაძლოა სახიფათო იყოს.
“ბატონი ზურაბის(ზოოპარკის დირექტორის) კომპეტენციას ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, ცხადია და მისი პასუხი როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის დაუჯერებელი არ იქნება. კარგი იქნებოდა, რომ რაიმე გზა მოეძებნათ, მაგრამ თუ ამის გამო დადგება სირაქლემის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეჭვქვეშ, ცხადია ჩვენ ამ სასამართლოს სირაქლემას არ შევწირავთ”- აცხადებს იაგო ხვიჩია “მეტრონომთან”.
ის ამ საკითზე ზურაბ გურიელიძესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს – “მაგრამ ისე არ იქნება, რომ სირაქლემა მოგვეცით, თორემ ზოოპარკში შემოგესევით”- დასძენს ხვიჩია.
“გირჩმა” თბილისის ზოოპარკს სირაქლემა სთხოვა. განცხდებაში ნათქვამია, რომ სირაქლემა სჭირდებათ დემონსტრაციისთვის და თვალსაჩინოებითვის თუ როგორი რეალობაა სასამართლოში. პარტია თავის თვზე იღებს სირაქლების ტრანსპორტირებას საქალაქო სასამართლოდან ზოოპარკამდე.
“ბატონო ზურაბ, გაცნობებთ რომ ამა წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზურაბ ჯაფარიძის გადადებული პროცეს, რომელზეც ბ-ნ ზურაბს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციისათვის შეუაცხყოფის მიყენებას ედავება” – ნათქვამია განცხადებაში.
ზოოპარკის განცხადებით, კი მათ სირაქლემა არ ჰყავთ, ისინი წყალდიდობის დროს დაიღუპნენ. მათ ჰყავთ მხოლოდ ემუ, რომელიც მამალია, სირაქლემას ჰგავს, თუმცა, სხვა სახეობის ფრინველია და სილაში თავის ჩარგვის თვისება არ აქვს.

