aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის რეზიუმე (CV) – რა ცოდნას ფლობს წულუკიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს ქალაქ თბილისში.

1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთის) “ამპერის” სახელობის ლიცეუმი;

1997 წელს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

1998 წელს  დაამთავრა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიის აკადემია;

1997-1998 წლებში მუშაობდა საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში;

1998 წელს წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA)  რომელიც ექვემდებარებოდა საფრანგეთის პრმიერ-მინისტრსა და პრეფექტს. სწავლის პერიოდში მუშაობდა სარტიის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ადგგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის საკითხებზე.

2000 წელს დაამთავრა სახელმწიფო მართვირის სკოლა და მიენიჭა მაგისტრის ხარისახი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA);

2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული საქართველოს შტატიანი თანამშრომელი (იურისტი);

2005 წელს მიენიჭა უფროსი იურისტის საკლასო ჩინი;

2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი;

2009 წლიდან იყო მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის თებერვალს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და დაბრუნდა საქართველოში;

2010 წლის 15 მაისს შეუერთდა პოლიტიკურ პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში.

2012 წლის 1 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად;

2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციიის მინისტრად.

 

 

 

იტვირთბა....