ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავთანდილ ხურციძე ნაწილობრივ გაამართლეს

მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც ამერიკაში პატიმრობაში იმყოფება, სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა. ამის შესახებ ავთანდილ ხურციძის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე წერია.

“მოვიგეთ ის იდიოტობები:ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი , მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები, აპილს დავწერთ და დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ , 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა , აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება,იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. გაქაჩე გამოქაჩე და კიდევ ერთი წელი და ამომარტყამენ ტრ…ში პანღურს და მეტყვიან მოუსვი აქედანო ჰა ჰა ჰა .ეხლა მე განვავითარე ყველაზე ცუდი ვარიანტი… “, – წერს ხურციძე.

იტვირთბა....