ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, შს მინისტრს შეხვდება. შეხვედრა სამინისტროში 14:00 საათზეა ჩაინიშნული.

არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძის და გიორგი გახარიას შეხვედრას, სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაესწრებიან.

შს მინისტრთან შეხვედრა ცოტახნის წინ გადაწყდა. ზაზა სარალიძეს შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსს, ალეკო ხოჯრევანიშვილს შეხვდა.

უკვე ორი დღეა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში იმყოფება და შვილის მკვლელობის საქმეზე, მ.კ.-ს დაკავებას ითხოვს.

დღესვე სოციალური ქსელით სარალიძის მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა. ახალგაზრდები შს სამინისტროსთან დღეს 19:00 საათზე მივლენ.

იტვირთბა....