ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ნურგალიევი დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.
შეხვედრისას რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს თანამშრომლობის დატვირთული გეგმა აქვთ მომდევნო ორი წლისთვის, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობას ითხოვს“.
„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროა უშიშროების საბჭოს ხაზით, ასევე მოკავშირეობის შეთანხმების ის პუნქტები, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს ეხება“, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.
რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ ასევე განიხილავს საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის საკითხებს და ტრანზიტული კორიდორის შექმნის შესაძლებლობას.