ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაცვლიშვილი: “თუ მთავარ პროკურორს კვლავ წულუკიანი წარადგენს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა, რომ თუ მთავარ პროკურორს კვლავ მოქმედი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი.

ნაცვლიშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის წარდგენის წესი და პროცედურა ხარვეზიანია და კანონმდებლობა ამ მიმართულებით ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა მისივე თქმით, მოქმედი იუსტიციცის მინისტრის პირობებში არც წესის ცვლილებას აქვს აზრი.

„მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მთავარ პროკურორობის კანდიდატებს იუსტიციის მინისტრი წარადგენს. არცთუ დიდი ხნის წინ ძალიან ფართო ჯგუფი ითხოვდა იუსტიციის მინისტრის გადადგომას. ეს არის მინისტრი, რომელმაც ვერც ერთი რეფორმა წარმატებით ვერ გაატარა. ის არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და ბევრ წარუმატებელ პროცესზე. ხელისუფლებამ ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს და თეა წულუკიანი არ უნდა იყოს პროცესში ჩართული, თუ ის წარადგენს მთავარ პროკურორს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

იტვირთბა....