შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩვენ დავიცავთ როგორც ზაზა სარალიძის ჯანმრთელობას, ისე მის უსაფრთხოებას.
მისი თქმით, “შსს მუდმივ კონტაქტზეა ზაზა სარალიძესთან, აწვდის ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების შესახებ, თუმცა სამწუხაროდ, მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა”.
“ზაზა სარალიძე შს სამინისტროს ეზოში გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით. აღნიშნული არის მისი გადაწყვეტილება. ის საკუთარი ინიციატივით იმყოფება შსს-ს ეზოში მას შემდეგ, რაც გუშინ, მისივე სურვილით, შეხვდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და შემდეგ აღარ დატოვა შსს-ს შენობა. ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ბატონმა ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს სამინისტროს ეზოში მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის უსაფრთხოებას”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.