დღეს დილიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს, 173-ე და 175-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებთან აბიტურიენტების გულშემატკივრებს სკამები დახვდათ, რომლებიც გუშინ არ ყოფილა განლაგებული.
მშობლები ფაქტით კმაყოფილი არიან და იმ აბიტურიენტის ბებიას ემადლიერებიან, რომელმაც გუშინ განათლების მინისიტრს სკამების დადგმა პირდაპირ მოთხოვა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო კი edu.aris.ge-მ გადაიღო და მას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც edu.aris.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, გულშემატკივრებისთვის მოსაცდელი სკამები დიდუბის, გლდანის ნაძალადევის, ისნისა და სამგორის საგამოცდო ცენრებთან განათავსეს. არის თუ არა მსგავსი პირობები შექმნილი საქართველოს მასშტაბით არსებულ 22-ვე საგამოცდო ცენტრში სთვის უცნობია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადეს, უწყებას ამ საკითხზე დედაქალაქის მერიასთან კომუნიკაცია გუშინ ჰქონდა.
https://www.facebook.com/edu.aris.ge/videos/1751606388268974/