ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი 12 წლის მოზარდის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.