ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქანთარია – მინისტრები მოპედებზე ვერ გადავლენ, მაგრამ 100 ათასიანი მანქანებით სიარული საჭირო არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარია მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჯიპი“ შავი იქნება, ყვითელი თუ წითელი, ამას მნიშვნელობა აქვს? – მგონი, ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ავტომობილებისთვის რა ხარჯებია გათვალისწინებული და ამას სახელმწიფომ რამდენად იტანს და უნდა აიტანოს? არ ვიცი, ფინანსთა სამინისტრომ მანქანებში რამდენი გადაიხადა, ალბათ, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაარკვევს, მაგრამ მაშინ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი არ იყო და ალბათ, ახლა სხვა თვალით უყურებს.

მინისტრები მოპედებზე ვერ გადავლენ, მაგრამ გარკვეულწილად თანხები უნდა დაზოგონ და 100 ათასიანი მანქანებით სიარული საჭირო არ არის. ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ ვინაიდან, მთაგორიანი ადგილი ვართ, ველოსიპედით სიარული გაძნელდება, რადგან ყველას ის ძალა არ აქვს, რომ აღმართებში მიაწვეს და ამ მიწოლაში ამომრჩეველიც თუ დაეხმარება, მაშინ ეს შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს”, – განაცხადა ქანთარიამ.

იტვირთბა....