ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “შემდეგ სხდომაზე აუცილებლად წარვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ “ჯიპებს“, არამედ პერსონალურ ავტომობილებსაც შეეხება”

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის შემდეგ სხდომაზე პერსონალური ავტომობილების შესახებ ახალ ინიციატივას წარადგენს.

“მთავრობის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად წარვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ “ჯიპებს“, არამედ ზოგადად ავტოპარკს – განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს შეეხება. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რომელიც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არის, არის სრულიად მიუღებელი – მე ვიტყოდი – კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წამოვადგენ, რომელიც ზოგადად ეხება ავტოპარკს – ნებისმიერი მანქანის ჩათვლით. განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....