ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვიციანი: “რატომ აქვთ ამხელა ძალა არასამთავრობო ორგანიზაციებს”

მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით, სრულიად გაუმართლებელია – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა განაცხადა და არასამთავრობო ორანიზაციების წარმომადგენლები გააკრიტიკა.

„აქ კიდევ ერთხელ გაიჟღერა თეა წულუკიანის სახელმა და გვარმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. რატომ აქვთ ამხელა ძალა არასამთავრობო ორგანიზაციებს და რატომ უნდა გადაწყვიტონ მათ რომელი მინისტრი გადააყენონ და დანიშნონ, პირდაპირ სამარცხვინოა. განსაკუთრებით ის არასამთავრობოები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

რატომ არ ითხოვენ ეს არასამთავრობოები პროკურორებისა და იმ მოსამართლეების გადადგომას, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს სისხლში აცურავეს ხალხი, ისეთი მუხლები მიუსაჯეს, გასამართლეს და ისეთი საქმეები შეუთითხნეს, რომ ხალხს პირდაპირი მნიშვნელობით გული გაუხეთქეს. ეტყობა წულუკიანი ეროვნულობისკენ წამოვიდა და ამიტომ მისი გადადგომა უნდათ. გამოცოცხლდით ცოტა და მთავრობაც გამოაცოცხლეთ. სწორედ ეს არასამთავრობოები არიან, რომლებიც ხელისუფლებას უუნაროს ხდიან. სექტემბერში რომ აქციებს დავიწყებთ, სწორედ ამ არასამთავრობოებს დავბლოკავთ,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

იტვირთბა....