aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი ქალი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუჩის ბიჭების ერთ-ერთი სოლისტის, ირაკლი ნოზაძის, განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი ქალი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ის მძიმედ დაჭრეს, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს ქუჩის ბიჭების სოლისტის პირადი ავტომობილი, სადაც, სავარაუდოდ, სისხლის კვალი აღმოჩნდა.

მომღერალს გვიან ღამით გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.

იტვირთბა....