aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით სარალიძე ადასტურებს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორს SMS მისწერა, თუმცა მუქარას უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადასტურებს, რომ საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს გუშინ, პარლამენტის დროებითი საგამოძიები კომისიის სხდომის დროს მოკლეტექსტური შეტყობინება მისწერა, თუმცა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურორს კი არ დაემუქრა, არამედ აგინა.

სარალიძე აღნიშნავს, რომ მისი მოსმენისას შეამჩნია, რომ ზვიად ფხაკაძე მკვლელობის საქმეში მონაწილე ერთ-ერთ არასრულწლოვან მ.კ-ს ხელს აფარებდა და განერვიულებულმა მობილურ ტელეფონზე გინების შემცველი ტექსტი გაუგზავნა.

დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ გუშინ, როდესაც კომისიის წევრებს ახსნა-განმარტებას აბარებდა, მობილურ ტელეფონზე ზაზა სარალიძემ მუქარისშემცველი ტექსტი მისწერა, რაც მისი თქმით, შესაბამის უწყებას უკვე წარუდგინა.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს და შსს-ს წარმოამდგენელს უსმენენ.

იტვირთბა....