ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მათიკაშვილი: “სტრუქტურული ცვლილებების გამო, არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება”

სტრუქტურული ცვლილებები ამოცანების დაჯგუფებას ეხება და არა კადრების შემცირებას – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმამის დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. მისი თქმით, უმრავლესობა მამუკა ბახტაძის ხედვებს სრულიად იზიარებს.

„რამდენიმე უწყების გაერთიანება და ოპტიმიზაცია ხდება, მათ შორის ხარჯების. ამ გზით იმას შევძლებთ, რომ გადაწყვეტილებების აღსრულება უფრო მოქნილად მოხდება და შესაბამის ადრესატამდე უფრო დროულად მივა, რაც ჩვენს ამოცანას წარმოადგენს.

ისეთი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ორიენტირებული გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულებაზე იქნება. ეს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას სჭირდება. როგორც იტყვიან, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და თუკი რაიმე მშენებლობა უნდა წარიმართოს, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს, რადგან პროფილური დარგია.

ინფრასტრუქტურამ აუცილებლად უნდა აშენოს, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. სამთავრობო ბიუროკრატიის ზრდა არ მოხდება, მისი მასშტაბი არ გაიზრდება და ყველა დანაზოგი სოციალურ პროექტებზე გადანაწილდება.

არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. სტრუქტურული ცვლილებები ამოცანების დაჯგუფებას ეხება და არა კადრების შემცირებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

იტვირთბა....