ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რელიგიის სააგენტო შერიგების და სამოქალქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეერწყმება

რელიგიის სააგენტო შეერწმება შერიგების და სამოქალქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სადაც მან მცირე მთავრობს კონცეფცია წარადგინა.

ბახტაძის განცხადებით, იქნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ცვლილებები კი შეეხება შემდეგ უწყებებს:

კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

დევნილთა სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნცქიები გადანაწილდება სხვადასხვა უწყებაზე.

დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტტრუქტურის სამინისტროში.

მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს. ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწმება შერიგების და სამოქალქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.

იტვირთბა....