გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მამაკაციც ფიგურირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც შსს-ში განაცხადეს, ამჟამად საქმეზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.