ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი ნოზაძის ძმა: “გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ჩემი ძმა დაჭრეს, არავინ იცნობს”

დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ძმის, დავით ნოზაძის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია მისთვის გუშინ მომხდარი შემთხვევის მოტივი.

როგორც დავით ნოზაძემ  ღუდუშაურის კლინიკაში განაცხადა გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არავინ იცნობს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“მომხდარზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენს სამეგობროსა და სანათესაოში არავინ იცნობს იმ გოგოებს, თუ ვინ იყვნენ ისინი. პირველად გვესმის მათ შესახებ. ასევე ვერაფერს გეტყვით იმაზე, ფიგურირებს თუ არა მომხდარში მესამე პირი. კონფლიქტი აბსოლუტურად არავისთან ჰქონია. მარტო ჩემთვის კი არა, სამეგობროსთვისაც არ არის ცნობილი მოტივი, რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი ფაქტი. ვერანაირ მიზეზს ვერ ვუკავშირებ ჯერჯერობით”, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა

იტვირთბა....