ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალგაზრდების გასვლითი ღონისძიებისას ატენის ხეობაში, მძღოლი დაიღუპა

გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მძღოლი სამუშაო გასვლისას გარდაიცვალა.

ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი გულის შეტევით დაიღუპა. ინფორმაციას “radiomosaic.ge” ავრცელებს.

ჟურნალისტიკის სექტორის ბავშვები სამუშაო მიზნით ატენში მიგვყვავდა. მასტერკლასი უნდა ჩაგვეტარებინა და გვესწავლებინა, როგორ უნდა გადაიღონ ესა თუ ის ამბავი. მარშუტკა გავაჩერეთ და ფეხით გავაგრძელეთ გზა. ადგილამდე სულ ცოტაღა გვქონდა დარჩენილი, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და დაიღუპა”,- გვითხრა ცენტრის წარმომადგენელმა.

ბავშვები და ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები გამოიძახეს.

იტვირთბა....