ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, ძლიერი ნალექისა და სეტყვის გამო, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინიფორმაციით, ქუთაისში, ძლიერი ნალექისა და სეტყვის გამო, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, შემოსულია 15 შეტყობინება. ხუთმა ინიციატორმა გამოძახება მოგვიანებით გააუქმა.

მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დაასრულეს.

 დაშავებული არავინ არის

იტვირთბა....