ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე ბრილიანტის ჯვარზე: “საპატრიარქოს ყველაფერში კრიჭაში უდგებიან”

მამა პეტრე კოლხის “მეტრონომთან” საუბრისას მეუფე შიოსთვის ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებას ეხმაურება.

“ეს არის ძალიან ტენდენციური დამოკიდებულება. ყველაფერში კრიჭაში უდგებიან და ყველაფერში აქილიკებენ საპატრიარქოს. ეს სწორი არ არის. ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება, ქართულ სამოციქულო ეკლესიაში, სულ რამოდენიმე მღვდელმთავარს აქვს. უწმინდესს, მეუფე დანიელსა და მეუფე შიოს აქვთ ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მეუფე შიოს ამის ტარების უფლება იმიტომ მიენიჭა, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ის არჩეულ იქნა პატრიარქის მოსაყდრედ და ეს ასეც უნდა მომხდარიყო”, – განაცხადა მამა პეტრემ.

იტვირთბა....