ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე: “ნარკომანობა თავისთავად გულისხმობს, რომ ადამიანი იკლავს თავს”

მამა პეტრე კოლხი “მეტრონომთან” საუბრისას წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ნარკოტიკებით დაღუპულ ადამიანს ეკლესიამ წესი არ აუგოს.

“მე ჩემი სუბიექტური აზრი გამაჩნია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საპატრიარქომ ან წმინდა სინოდმა უნდა გაითვალისწინოს. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ეკლესიაში მყოფი ყველა სასულიერო პირი უნდა დაემორჩილოს და მრევლიც. ნარკომანობა თავისთავად გულისხმობს, რომ ადამიანი იკლავს თავს.

თვითმკვლელისთვის კი წესის აგება არ შეიძლება. ადამიანი რომელიც თავს იკლავს და იკეთებს ნარკოტიკებს და ცხოვრობს არაეკლესიურად, არღვევს საეკლესიო კანონებს და ჩვენ რომც ავუგოთ წესი, მისი სული მძიმე მდგომარეობაში იქნება. წესის აგება არ ნიშნავს, რომ მისი სული სახარბიელო მდგომარეობაში იქნება. ადამიანი მანამდე უნდა დაფიქრდეს, სანამ საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს”, – აცხადებს მამა პეტრე.

იტვირთბა....