ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მე ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი გუშინ და ვინც ვერ ან არ გაიგო, მათთვის დღესაც გავიმეორებ. მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს “ნაციონალური მოძრაობისთვის”. თქვენს მიერ ინიცირებულმა კანონმა, რომელმაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება აკრძალა იმ მიზნით, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰქონოდა საშუალება, მიეღო დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ასეთ კანონს თქვენ მიეცით უკუქმედების ძალა, გამოიწვია ის, რომ ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები. ასეთი არი 30 ათას ადამიანზე მეტი. შესაბამისად, თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა მაშინ, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ