ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მთავრობის მორიგი დაპირება: რამდენით გაიზრდება მომავალ წელს პენსია

2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20 ლარის ოდენობით ზრდა იგეგმება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

“მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მლნ ლარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....