ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახიანი: “ბახტაძის სახით ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერი ეყოლება”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმრავლესობა მთავრობას დღეს ნდობას გამოუცხადებს, მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

მისი თქმით, შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა სამინისტროების რაოდენობის შემცირების გათვალისწინებით მოხდება.

„მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მოხდება. მამუკა ბახტაძემ ქვეყნის განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა, მან პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკის სფეროზე გაკეთდა. ეს ყველაფერი სწორი ხედვაა და ბახტაძის სახით, ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერი ეყოლება“, – განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

იტვირთბა....