ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

სარალიძე წულუკიანს: “პასუხისგებაში ხართ ყველა მისაცემი ვინც ცდილობდით საქმის შეკერვას”

ხორავას ქუჩაზე მოკლული ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

“კარგია როდესაც აღიარებთ შეცდომებს ქალბატონო თეა.
თუ გამოძიება პარალელურად მიდიოდა ამ საქმის და დამნაშავეები ვერ აღმოაჩინეთ ესეიგი კიდევ ამტკიცებთ თქვენივე უნიათობას.

თქვენ გგონიათ მე არ ვიცოდი რო გამოძიება მიდიოდა და თქვენი და გახარიას სახით მფარველები ყავდა ამ საშინელ ტრაგედიას?
დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი კიდე ვინ მფარველობდა.

აქედან გამომდინარე არ ხართ თქვენ თანამდებობაზე დასატოვებელი არც ერთი.

მხოლოდ თანამდებობის დატოვება არაფერია ესეც მინდა ვთქვა.

პასუხისგებაში ხართ ყველა მისაცემი ვინც ცდილობდით საქმის შეკერვას.

თქვენგან განსხვავებით არაფერი აღარ მაქვს დასაკარგი.
თქვენ მეორედ კლავთ ჩემს შვილს და ამის უფლებას არ მოგცემთ თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს”, – წერს სარალიძე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება თავიდან არ დაწყებულა.

წულუკიანის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაუშვა ფაქტობრივი შეცდომა, როდესაც თქვა, რომ ძიება თავიდან დაიწყო.

იტვირთბა....