საკანონმდებლო ორგანოში დროებითი მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს ბოლო შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან ჰქონდათ. ყველაზე მეტი კითხვა ფრაქციის წარმომადგენლებმა თეა წულუკიანთან დაუსვეს. მინისტრის თანდასწრებით დეპუტატებმა “ევროპული საქართველოდან” ის 10 პუნქტი ჩამოთვალეს, რის გამოც თეა წულუკიანს უფლება არ აქვს იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავოს. განსხვავებულად ფიქრობს თავად მინისტრობის კანდიდატი.
“ისინი ამბობენ, რომ თითქოს იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო არ ასრულებს 12 სასამართლო გადაწყვეტილებას ეს არის სიცრუე. რაც შეეხება ბატონ ოთარ კახიძეს, მან თქვა რომ არგუმენტი იმის შესახებ რომ მე მისი მოსაწონი ვერ ვიქნები… ამჟამად არის მისთვის მოსაწონი “ორი გამი მომიტანე” მერაბიშვილის ადვოკატი და იბრძვის მისი გათავისუფლებისთვის, მაგრამ ეს გათავისუფლება სამწუხაროდ ვერ მოხდება და არ მოხდება,”-აცხადებს თეა წულუკიანი.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ დროებითი მთავრობა შინაარსით და კომპეტენციითაც დროებითი აღმოჩნდა.
“ამ მოსმენამ მხოლოდ გააღრმავა ის ნეგატიური შეფასება რომელიც ჩვენ გვაქვს,”-აცხადებს დავით ბაქრაძე