ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბახტაძე: “ერთ კვირაში წარვადგენ გუნდს, ვისთან ერთადაც პასუხისმგებლობას ავიღებ”

ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ავიღებ, ორ კვირაში წარვადგენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

„რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მინისტრები მომავლში, ორი-სამი  კვირის თავზე, როდესაც ჩვენ გავივლით კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის პროცედურას, ბუნებრივია, თქვენ და საზოგადოებას, მე წარვუდგენ გუნდს, რომელთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ პროგრამას შევასრულებთ. ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას პროგრამის შესრულებაზე, წარვადგენ ორ კვირაში.

მე ვადასტურებ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენ ახალ მთავრობაში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები, მათ შორის, პროფესიული წრეებიდან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....