“მივესალმები პოლიციელებისთვის ხელფასების ზრდას, ასევე, ვფიქრობ, რომ მათი სამუშაო რეჟიმიც ხშირად გაუსაძლისია და გასაუმჯობესებელია, რაც პოლიციის საქმიანობის ხარისხზეც აისახება.
ვფიქრობ, რომ როგორც პოლიციელებს, ასევე, პედაგოგებს უნდა გაეზარდოთ ხელფასები, თუმცა, პარალელურად, ორივე სისტემაში შეიძლება მტკივნეული, თუმცა აუცილებელი რეფორმებია გასატარებელი პროფესიონალიზმის გასაუმჯობესებლად, რადგან, პოლიციელთა მხრიდან რიგ შემთხვევებში უმოქმედობა, ან არასათანადო მოპყრობა და ამ ფაქტების არაეფექტური გამოძიება/ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება ნდობას უკარგავს და დისკრედიტაციას უწევს ინსტიტუტს”, – წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში შსს მინისტრის გადაწყვეტილების კომენტირებისას.