პანკისის ხეობაში დაანონსებული აქციის შესახებ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ისაუბრა.
როგორც “მეტრონომს” თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განუცხადა, ის მანმა არ აპირებს დანებებას, სანამ სახელმწიფო არ აღიარებს საკუთარ შეცდომას.
“დღეს აქცია 14:00 საათზეა დაანონსებული. მოთხოვნები რჩება იგივე . სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები ვინც მოკლა ჩემი შვილი, სანამ არ იქნება თემირლანის უდანაშაულობა დადგენილი, სანამ არ აღიარებს სახელმწიფო თავის შეცდომებს მანამდე არ დავნებდებით და გადავინაცვლებთ თბილისში . ეს არ არის მხოლოდ ქისტების წამოწყებული აქციები , ესაა მთელი საქართველოს გულისტკივილი.
დღეს ბატონი ზაზა სარალიძეც ჩემს გვერდითაა” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.