ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მერის მოადგილე: “რაც სპექტაკლზე ვნახეთ, ეს იყო შეურაცხყოფა მაყურებლის წინაშე”

გორში კომედიის ფესტივალი სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლით „დემონებით“ დაიხურა.  საზოგადოების ერთი ნაწილისთვის აღნიშნული სპექტაკლი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შორის, ვინც პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ.

“იქ მაყურებელი სულ სხვა განწყობით მივიდა. ელოდა განტვირთვას, კომედიურ ჟანრს. ფესტივალის მიზანი ეს იყო: დაუბრუნეთ ღიმილი ნაომარ ქალაქს, მაგრამ რაც იქ მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს იყო შეურაცხყოფა მაყურებლის წინაშე. არ შეიძლება ასმენინო უხამსი სიტყვები ადამიანებს, რომლებიც იქ ოჯახის წევრებთან ან მშობლებთან ერთად არიან მისულები. ნაცვლად განტვირთვისა და მხიარულებისა, დასტრესილები წამოვედით. არაჩვეულებრივი სპექტაკლია თავისი შინაარსით, მანკიერი მხარეების ჩვენებით, მაგრამ თეატრი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. პირიქით, უნდა ვასწავლოთ ხალხს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და არა ის, რაც ვნახეთ,”–  უთხრა გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

თეატრის, მსახიობების, რეჟისორის და ფესტივალის ორგანიზატორების კრიტიკა, მეორე დღეა, გრძელდება სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....