შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დომენიკ მანგოზე ძალადობის ამსახველი ვიდეო დადგმულია.
უწყების ცნობით, პოლიციამ მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო.
“გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი”, – განაცხადეს შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ ვიდეო, რომელიც დომენიკ მანგოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ჩანდა თუ როგორ აიძულებს რამდენიმე ადამიანი დომენიკ მანგოს ბოდიშის მოხდას პატრიარქისა და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფისთვის.