ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა. მისი თქმით, გამოძიებას მის ხელთ არსებული დეტალების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შსს-ს გამოძიება პროკურატურის ხაზს მიყვება.
„შსს-ში პასუხებს ჯერ ვერაფერზე მცემენ, რადგანაც ეს არის დაკითხვის პროცესი. ელემენტარული, სასამართლო ჩვენებებიც არ არის გადმოგზავნილი ჯერ ამათთან და რაზე უნდა იმსჯელონ, ისიც არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ აქვთ წინასაგამოძიებო ჩვენებები. ჯერჯერობით ფაქტია, რომ პროკურატურის ხაზს მიყვებიან, მაგრამ მინდა აღვნიშნო, ყველაზე მეტი უბედურება ის არის, ესენი რა დასკვნასაც დადებენ, მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და რა აზრი აქვს, ვეღარ ვხვდები“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ