“ჩემთვის პრემიერის გადადგომა არაფერს ნიშნავს. მაგ კაცის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. კვირიკაშვილი შემპირდა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა. ვფიქრობ, რომ მას პირად კონტროლზე რომ არ აეყვანა საქმეები, მაგიტომ გაუშვეს თანამდებობიდან”, – ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პრემიერის გადადგომას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა.
იქამდე მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძესთან ქონდა შეხვედრა და დაპირდა, რომ ხორავასა და თემირლან მაჩალიკაშვილლის საქმეებს პირად კონტროლზე აიყვანდა.
სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ხმარდასაჭერ აქციაზე რამოდენიმეჯერ გაჟღერდა, რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო. თუმცა, როგორც სარალიძემ აღნიშნა, ის შსს-სა და იუსტიციის მინისტრების გადადგომას ითხოვს და არა პრემიერის.