ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზოიძე: “ბახტაძე პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატია”

მამუკა ბახტაძე პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მე ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადავუხადე მსახურობისთვის. ის იყო საკმაოდ წარმატებული პრემიერმინისტრი, თუმცა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ საკმარისად წარმატებული არ ყოფილა, რადგან იყო შენიშვნები იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ბატონი გიორგი ატარებდა”, – თქვა ზოიძემ.

დღეს 17:00-ზე “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართება ყრილობა, სადაც პრემიერობის კანდიდატზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა.

იტვირთბა....