ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილმა მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

დღეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

იტვირთბა....