ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დევნილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ოჯახების სია, რომელთც ზუგდიდში ბინა გადაეცემათ

დევნილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ოჯახების სია, რომელთც ზუგდიდში ბინა გადაეცემათ.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი ააშენა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 240 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი იხურება.

ერთოთახიანი ბინები

ოროთახიანი ბინები 

სამოთახიანი ბინები

3+2 ოთახი

ნგრევადი ობიექტები

სასამართლო გადაწყვეტილებები, მთავრობის განკარგულება

მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება ზუგდიდში, ხუბულავას ქ.N-6-ში, სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს შენობაში 14 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყება და იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბინების განაწილების ყველა ეტაპი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, სამინისტრო მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციასა და სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს აქტიურად ჩაერთონ დევნილთა მიღების პროცესში, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია. გამოქვეყნებული სია საბოლოო არ არის და შესაბამისი საფუძვლის შემთხვევაში შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს.

ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კორპუსები კიდევ 360 დევნილი ოჯახისთვის შენდება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....