ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა. სარალიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

სარალიძის თქმით, გამოძიებას მის ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მკვლელობასა და საქმის გაყალბებაში მონაწილეთა გვარებს დაასახელებს.

მას შემდეგ , რაც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება შსს-მ გადაიაბარა, ზაზა სარალიძე პირველად იკითხება.

იტვირთბა....