“ივანიშვილი კორუფციაში ჩაძირულ კვირიკაშვილს აგდებს და ვერ აგდებს. გაურჩდა პრემიერ-მინისტრი. და რატომ ერჩიან ერთმანეთს? კორუფციოლ-მაფიოზური გარჩევების სინამდვილეში. ქვეყანა, ხალხი, პრობლემები – ვის ადარდებს. გაუტკბათ მილიონების ჭამა და ეუჩებიან მთავარ მაფიოზს უკვე. ქართული ოცნება არის ჭაობი, ხალხის ნდობის გამნიავებელი ჭაობი !”, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართული ოცნების” ოფისში პარტიის სხდომა გაიმართა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრის შემდეგ პრემიერი განცხადებას გააკეთებდა და თანამდებობიდან გადადგებოდა. თუმცა, სეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ UNICEF-ის კვლევის შესახებ ისაუბრეს.