ჯერ სიცხეები არ დაწყებულა და უკვე პრეტენზიებია? ტემპერატურის მატებასთან ერთად, როგორც კი მომხმარებლის მხრიდან კონდინცირების გამოყენების მოთხოვნა გაჩნდება, ყველა მძღოლზე უკვე გაცემულია მითითება, რომ გაგრილების სისტემა ჩაირთოს, – განუცხადეს “მეტრონომს” კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერის ჩართვის საკითხის კომენტირებისას.
“ჯერ სიცხეები არ დაწყებულა და უკვე პრეტენზიებია? ტემპერატურის მატებასთან ერთად, როგორც კი მომხმარებლის მხრიდან კონდინცირების გამოყენების მოთხოვნა გაჩნდება, ყველა მძღოლზე უკვე გაცემულია მითითება, რომ გაგრილების სისტემა ჩაირთოს. ჯერ კიდევ მარტის თვიდან, მთელს ავტოპარკში დაზიანებული კონდინციონერების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება მოხდა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, ყველა მიკროავტობუსში კონდინციონერი მუშაობს. კონდინციონერის ჩართვის შედეგად დახარჯულ საწვავსაც კომპანია ანაზღაურებს, რათა ეს მძღოლებს არ დააწვეს. გვქონია შემთხვევები, პირობითად ვამბობ, ერთ მგზავს უნდა კონდინციონერის ჩართვა და ორს არა.
ახლა ტემპერატურა ისეთი მაღალი არ არის, რომ კონდინციონერით იმგზავრონ. ჯერჯერობით საჩივარი არ შემოსულა, მონიტორინგიც ყურადღბითაა. თუმცა, როგორც კი დაცხება და უკვე მალე დაცხება, ყველა მძღოლი გაფრთხილებულია კონდინციონერებთან დაკავშირებით. ის მძღოლების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ ცხელ დღებში შენიშვნას არ მიიღებენ, შესაბამის ღონისძიებები გატარდება”, – განაცხადეს კომპანიაში.

