ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალაქ ორლანდოში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ოთხი ბავშვი მოკლა

აშშ-ს ქალაქ ორლანდოს მცხოვრებს, რომელსაც თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში 1-დან 12 წლამდე ასაკის 4 ბავშვი,  მძევლებად ჰყავდა აყვანილები გარდაცვლილები არიან, – ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით გამოცემა Orlando Sentinel იუწყება.

ორლანდოს ერთ-ერთ მრავალბინიან კომპლექსში მძევლები ადგილობრივმა გერი ლინდსიმ გუშინ აიყვანა. ადგილზე მისულმა პოლიციამ მისი დაკავება სცადა, რის შემდეგაც ლინდსიმ ცეცხლი გახსნა და პოლიციელი დაჭრა.

ორმხრივი სროლის შემდეგ ადგილზე პოლიციის სპეცრაზმი მივიდა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცმა ბავშვები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

იტვირთბა....