ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

სამნიძე: “უკანონობას მოყვა ამხელა პროტესტების ტალღა, და ისევ უკანონობას სჩადიან”

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე #ნუმომკლავ სამართალდამცავების მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების, მათ შორის დეპუტატ ნიკა მელიას, დაკავებასა და ზაზა სარალიძის მიერ გაშლილი კარვების ალაგებას სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ეხმაურება.

“უტვინოები რომ არიან მოცემულობაა, მაგრამ უკანონობას მოყვა ამხელა პროტესტების ტალღა, და ისევ უკანონობას რომ სჩადიან, ამაზე მაინც არავინაა იქ, აზრი რომ კითხონ?! დაწერილია, წაკითხვა უნდა კანონს, ანალიზს დიდი ხანია აღარ ითხოვს თქვენგან ხალხი!”, – წერს სამნიძე.

იტვირთბა....