გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულმა სამმა პირმა ასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური და მართულია.
დაკავებულ 3 პირს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.