ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი დევდარიანზე: “ფეხის ტერფი უნდა რომ ვანახო – მოქმედებაში”

“ტაბულას” გენერალური დირექტორი თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზვიად დევდარიანს ეხმაურება, რომელმაც ჩერგოლეიშვილს სასამართლოში უჩივლა.

“მეორედ მიჩივიან პატივის და ღირსების შელახვისთვის.

პირველად, ვინმე თინათნ ნიბლოშვილმა მიჩივლა, ივანიშვილის აქტივისტი მიწოდა, პატივი და ღირსება შემილახაო.

წააგო სამივე ინსტანცია.

ახლა თინათინი საკრებულოშია, ოცნების სიით გავიდა

ახლა ის დებილი სექსუალური მანიაკი მიჩივის – ზვიად დევდარიანი. პატივი და ღირსება შემილახა სექსუალური მანიაკი რომ დამიძახაო.

(დებილზეც მინდა რომ მიჩივლოს)

ფეხის ტერფი უნდა რომ ვანახო – მოქმედებაში.

——————–

P.S. გლობალ მედია ფორუმზე გამოვდივარ სიტყვით.

მედიის როლზე ვსაუბრობ – უთანასწორობის (გენდერული, რელიგიური, ეთნიკური …) აღმოხვრაში.

დევდარიანის ქეისზე საუბარი ცხადია გეგმაში მქონდა – ახალი მარგალიტი დამიმატა. აქაც სექსუალურ მოძალადედ მოვიხსენიებ.

შეიტანონ საჩივარში – თავი მოგვჭრა საერთაშორისო მასშტაბით”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....