ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კუპრავა სასამართლო დარბაზში იძულებით შეიყვანეს

ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზში იძულებით შეიყვანეს.  სასამართლოს დარბაზიდან მასთან ერთდ დაკავებული პირები დროებით გამოუშვეს, რადგან შესვენება გამოცხადდა.

კუპრავა დანარჩენ პირებთან ერთად სასადილოში იყო, როდესაც მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს.

კუპრავამ განაცხადა, რომ დარბაზში სადილობის შემდეგ დაბრუნდებოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში იძულებით შეიყვანეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება 1 საათში გახდება ცნობილი.

ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დააკავეს.

იტვირთბა....