ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ, “რუსთავი2″ის ეთერში რუსთველზე კარვების აღების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით კარვების სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ გადმოტანზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.
“კარვების აღებასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცოდი. არავის ჩაუყენებივარ საქმის კურსში და არ ვიცი ამ წუთებში რუსთველზე რა ვითარებაა. მალხაზ მაჩალიკაშილი იქ დავტოვე, მე სპეციალურად წამოვედი სასამართლოში, რადგან ვიცი ზვიად კუპრავას სასამართლო უნდა ჩატარდეს და მოწმის სახით შესაძლოა მეც დამკითხონ.
როდესაც აქციაზე დავბრუნდები გადავწყვეტ როგორ მოვიქცეთ. მე მოვუხმე უკვე საზოგადოებას რათა კცლავ შევიკრიბოთ და ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის. ჩენი გეგმა კვლავ იგივეა და არაფერი შეცვლილა – ვიბრძოლებ ბოლო წუთებამდე.
მე ინფორმაცია არ მქონდა კარვების აღებასთნ დაკავშირებით, წუხელ შმეოვიდა ორი პოლიციელი, რომლებმაც განაცახდეს რომ უნდოდათ ჩენთან შეხვედრა, ველოდებოდით მაგრამ არავინ შემოსულა და არავის არაფერი უთქვამს” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ, რუსთველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვები პარლამენტის წინ გადაიტანეს.