აჭარაში, სარფის სანაპიროსთან 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი წყლიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანა.
ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, პირი იდენტიფიცირებულია და ის საქართველოს მოქალაქეა.