ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

მისი განცხადებით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს აქციის მონაწილეებს მასთან შელაპარაკება მოუვიდათ.

„დაკავებულია ორი პიროვნება, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნასვამ  მდგომარეობაში აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციელები შეეცადნენ მის გამოყვანას. აქციის მონაწილეებიც აყენებდნენ მას შეურაცხყოფას. ორი ადამიანის დაკავება მოხდა ჩვენს მიერ, ორივე გადაყვანილია საპატრულო პოლიციის შენობაში”, – განაცხადა კუპატაძემ.

მისივე თქმით, დაკავებულები არიან 173-ე და 166-ე ადმინისტრაციული წესით, რაც გულისხმობს წვრილმანი ხულიგნობსა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

ფოტო: 1ტვ

იტვირთბა....